
ირაკლი კობახიძე: დიდი ჰესების მშენებლობაც არის საჭირო იმისათვის, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ სისტემის სტაბილურობა, ამისთვის ვართ მზად, ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით
ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით, ამას სჭირდება 11 500 მგვტ დადგმული სიმძლავრე, ამ გენერაციის შექმნა და ამას სჭირდება შესაბამისი გეგმა და დაახლოებით, 10-წლიანი პერიოდი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.
პრემიერის შეფასებით, გამოწვევები არის ძალიან ბევრი, კომპლექსური და ამას სჭირდება კონკრეტული გეგმა.
„სწორედ ამიტომ დავიწყეთ ჩვენ მუშაობა კონკრეტულ გეგმაზე, რომელიც გვაქვს შემუშავებული და მზად ვართ, რომ ფართო ჩართულობით დავამუშაოთ საბოლოოდ ეს გეგმა. ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ ეს კომპლექსური ვითარება შეიცვალოს დადებითი მიმართულებით. ძალიან ფართო სპექტრია პრობლემების.
ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით, ამას სჭირდება 11 500 მგვტ დადგმული სიმძლავრე, ამ გენერაციის შექმნა და ამას სჭირდება შესაბამისი გეგმა და დაახლოებით, 10-წლიანი პერიოდი. ეს არის ჩვენი ამოცანა. რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებს, რა თქმა უნდა, საჭიროა ფართო ჩართულობა, როგორც ექსპერტული, ისე არაექსპერტული და ამისთვისაც ვართ მზად.
ვფიქრობ, ალბათ ყველა ვჯერდებით იმაზე, რომ დიდი ჰესების მშენებლობაც არის საჭირო იმისათვის, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ სისტემის სტაბილურობა, სისტემის სწორად განვითარება. ვჯერდებით ასევე იმაზე, რომ ამას სჭირდება სათანადოდ აღსრულება, ამას სჭირდება ექსპერტული ჩართულობა, გეგმაზომიერი მუშაობა. ამისთვის ვართ მზად. ჩვენ შეგვიძლია საზოგადოებას დავპირდეთ, რომ ჩვენი მიდგომა იქნება აბსოლუტურად სერიოზული. რა სერიოზულობაც ვაჩვენეთ გასული თვეების განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, კონკრეტულად ენერგეტიკის სექტორში, გეგმაზომიერების კუთხით და ა.შ. ასეთივე მიდგომით გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენი კარი არის აბსოლუტურად ღია ექსპერტებისთვის, ექსპერტული ჩართულობისთვის. ეს არის ჩვენი მოწოდებაც და მადლობა ასეთი ინიციატივისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge