
მარიამ ქვრივიშვილი: 2026 – 2029 წლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, გაზის დანაკარგი, მინიმუმ, 25 პროცენტით შემცირდება
იმედი|imedinews.ge
„ჩვენს ახალ გუნდს შემუშავებული აქვს სტრატეგია და 2026 წლიდან 2029 წლამდე გვაქვს კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც მოემსახურება იმ მთავარ ამოცანას, რომ არსებული გაზის დანაკარგი შემცირდეს მინიმუმ 25 პროცენტით. ეს მიმართულება კიდევ გაგრძელდება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციის პროგრამის და გაზის დანაკარგების შემცირების შესახებ.
მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს შიდა მოხმარება წელიწადში 3 მლრდ 100 მლრ კუბურ მეტრს შეადგენს და ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული 1000 კუბური მეტრის რაციონალურად გამოყენება.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge