ლიზა გეგეჭკორი: ძალიან კარგი ქნეს, რომ გააძევეს ეს სადიგოვი. რომელი თავმოყვარე ქვეყანა აპატიებს ვინმე უცხოელს, თუნდაც სხვა ქვეყანაში ჩასულ ქართველს 63-ჯერ კანონდარღვევას? მე გეტყვით - არცერთი

ლიზა გეგეჭკორი: ძალიან კარგი ქნეს, რომ გააძევეს ეს სადიგოვი. რომელი თავმოყვარე ქვეყანა აპატიებს ვინმე უცხოელს, თუნდაც სხვა ქვეყანაში ჩასულ ქართველს 63-ჯერ კანონდარღვევას? მე გეტყვით - არცერთი

იმედი|imedinews.ge

ძალიან კარგი ქნეს, რომ გააძევეს ეს სადიგოვი. 63-ჯერ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული კანონი. აბა მითხარით ვინმემ, რომელი თავმოყვარე ქვეყანა აპატიებს ვინმე უცხოელს, თუნდაც სხვა ქვეყანაში ჩასულ ქართველს 63-ჯერ კანონდარღვევას? მე გეტყვით - არცერთი,- წერს ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.

გეგეჭკორის განცხადებით, სადიგოვის მიმართ სახელმწიფო გამოირჩეოდა ზედმეტი სტუმართმოყვარეობით, რამდენადაც მას 62-ჯერ აპატიეს. მისივე თქმით, ყველამ პატივი უნდა სცეს ქართულ კანონმდებლობას, წინაააღმდეგ შემთხვევაში კი დატოვოს ქვეყანა.

„ძალიან კარგი ქნეს, რომ გააძევეს ეს სადიგოვი. 63-ჯერ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული კანონი. აბა მითხარით ვინმემ, რომელი თავმოყვარე ქვეყანა აპატიებს ვინმე უცხოელს, თუნდაც სხვა ქვეყანაში ჩასულ ქართველს 63-ჯერ კანონდარღვევას? მე გეტყვით - არცერთი. ზუსტად იმიტომ, რომ ზოგჯერ ზედმეტად სტუმართმოყვარეებიც კი ვართ, ამდენი ხანი უთმინეს, 62-ჯერ აპატიეს, სამოცდამესამეზე გაისროლეს აქედან და ძალიან კარგიც ქნეს. ვინც არ უნდა იყოს და საიდანაც არ უნდა მოდიოდეს, კეთილი ინებოს და პატივი სცეს საქართველოს კანონმდებლობას და შეირგოს ჩვენი ტრადიციული სტუმართმოყვარეობა, ან არადა აახვიოს აქედან, სტუმართმოყვარეობა იმას არ გულისხმობს სახლში შემოგიშვა და შენ ტალახიანი ფეხები აჭყაპუნო. ჩვენი პროვოკატორებიც თავზესაყრელად გვყავს და გვეყოფა“, - წერს ლიზა გეგეჭკორი.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვი სამართალდამრღვევად ცნო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის. კერძოდ, სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის. სახდელის სახით მას შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია