
ლევან მაჭავარიანი: ვხედავთ, რომ მავნებელი სააკაშვილი არ ისვენებს და კვლავ რაღაც დეზინფორმაციას ავრცელებს პატრიარქთან დაკავშირებით
ვხედავთ, რომ მავნებელი სააკაშვილი არ ისვენებს და კვლავ რაღაც დეზინფორმაციას ავრცელებს პატრიარქთან დაკავშირებით, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა, რომელმაც შეაფასა მიხეილ სააკაშვილი მიერ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის შესახებ გამოქვეყნებული ფეისბუქპოსტი.
მისივე თქმით, სააკაშვილის ამბები წლებია, აღარავის აინტერესებს და ამ საქციელით, თუ მას კიდევ მომხრეები და მიმდევრები ჰყავდა დარჩენილი, მათაც დაკარგავს.
„რადიკალები ვისაც ემსახურებიან, მათი იდეოლოგია არის ულტრამემარცხენე, ფაშისტური იდეოლოგია, რომელიც ითვალისწინებს, რომ ადამიანს რწმენასთან, სამშობლოსთან და ოჯახთან კავშირი უნდა დააკარგვინონ. შესაბამისად, ეს არის მათი დღის წესრიგი, თუმცა, ამ ძალებმა დაინახეს, რომ მიუხედავად მრავალი ასეული მილიონისა, რომელიც დახარჯეს საქართველოში, არაფერი გამოუვიდათ. ჩვენს სარწმუნოებასთან და პატრიარქთან მიმართებაში, არის აბსოლუტური ერთსულოვნება საქართველოში“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge