
მაკა ბოჭორიშვილი ილჰამ ალიევის ვიზიტზე: მნიშვნელოვანია მეზობელ და მეგობარ სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური, თუ ეკონომიკური კავშირების განმტკიცება, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე
საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ექნება შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან, - განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ილჰამ ალიევის ვიზიტთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია მეზობელ და მეგობარ სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური, თუ ეკონომიკური კავშირების განმტკიცება, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე.
„დღეს საქართველოს სტუმრობს აზერბაიჯანის პრეზიდენტი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ჩვენი მეზობლის და მეგობრის ვიზიტი საქართველოში. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები საკმაოდ ინტენსიურია. ყოველდღიურ რეჟიმში ურთიერთობები მოიცავს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას. სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების შეხვედრები ამ შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ექნება შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი იქნება განხილული. მნიშვნელოვანია მეზობელ და მეგობარ სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური, თუ ეკონომიკური კავშირების განმტკიცება, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე. ჩვენ ყველა მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
პრეზიდენტის რეზიდენციასთან აზერბაიჯანის პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია იმართება.
იმედი
წყარო: imedinews.ge