სოზარ სუბარი: დღეს ჩვენ გადაჯაჭვული ვართ უმჭიდროესი ეკონომიკური ძაფებით. წარმოუდგენელია ჩვენი განვითარება, თუ აზერბაიჯანში არ იქნება მშვიდობა და აზერბაიჯანი ვერ განვითარდება, თუ საქართველოზე გამავალი გზები არ იქნება დაცული

სოზარ სუბარი: დღეს ჩვენ გადაჯაჭვული ვართ უმჭიდროესი ეკონომიკური ძაფებით. წარმოუდგენელია ჩვენი განვითარება, თუ აზერბაიჯანში არ იქნება მშვიდობა და აზერბაიჯანი ვერ განვითარდება, თუ საქართველოზე გამავალი გზები არ იქნება დაცული

იმედი|imedinews.ge

დღეს ჩვენ გადაჯაჭვული ვართ უმჭიდროესი ეკონომიკური ძაფებით. წარმოუდგენელია ჩვენი განვითარება, თუ აზერბაიჯანში არ იქნება მშვიდობა და აზერბაიჯანი ვერ განვითარდება, თუ საქართველოში არ იქნება მშვიდობა და თუ საქართველოზე გამავალი გზები არ იქნება დაცული, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ 30 წლის წინ დაიწყო იმ პროექტების განხორციელება, რომელიც ახლა ჩვენი ქვეყნების სტაბილურ განვითარებას უწყობს ხელს. კერძოდ, სუბარმა გაიხსენა ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მშენებლობის ისტორია.

„ბაქო-სუფსა პირველი პროექტი იყო და დღეს როდესაც მოქმედებს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, როცა მოქმედებს სამხრეთის გაზის დერეფანი, რომელიც სწორედ საქართველოზე გადის და უცებ, უკრაინის ომის ფონზე რომ წარმოვიდგინოთ, რა დღეში იქნებოდა ევროპა, მართლაც წარმოუდგენელია! უმძიმეს დღეში ჩავარდებოდა, რომ არა ეს ალტერნატიული ნავთობისა და გაზის დერეფნები. ამან კიდევ უფრო მჭიდროდ დააკავშირა ჩვენი ქვეყნები ერთმანეთთან და ამის განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია.

მეორე მხრივ, ეს სტაბილურობისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი პროექტები გადის შენს ქვეყანაზე, ეს უკვე ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი ქვეყანაა დაინტერესებული, საქართველოში იყოს მშვიდობა“, - განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, აღნიშნულში იგი არ გულისხმობს ისეთ ლიდერებს, როგორიცაა კაია კალასი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ან იმ ევროპარლამენტარებს, რომლებმაც არ იციან, რუკაზე ირანი სად მდებარეობს. შესაბამისად, სუბარი მიიჩნევს, რომ ასეთი პიროვნებები ვერ მიხვდებიან, საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობას.

„ისინი ფიქრობენ, რომ საქართველოს გვერდის ავლით რაიმე დერეფნები შეიძლება, რაიმე დერეფნები არსებობდეს, თუმცა ეს არის უბრალოდ შეუძლებელი“, - დასძინა სუბარმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია