
აზერბაიჯანის პრეზიდენტს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
აზერბაიჯანის პრეზიდენტს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიზნეს ცენტრში უმასპინძლა.
ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნებს შორის მეგობრობისა და კავშირების მნიშვნელობა აღნიშნა და სტუმარს რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ურთიერთობა, რომელიც ყველა მეზობლისთვის მაგალითად გამოდგება, - ასე აღწერა საქართველოსთან აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა თავად ილჰამ ალიევმა. საქართველოში ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სამხრეთ კავკასიის ახალი რეალობის ფონზე, მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების მნიშვნელობაც აღნიშნა და საქართველოს მთავრობას მიღწევები მიულოცა.
მაღალი რანგის სტუმარს დღის განმავლობაში პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლეს. ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით გაფართოებული ფორმატის შეხვედრაც გაიმართა.
მეტ დეტალს ანუკი ჩხიკვაძე გიამბობთ.
იმედი
წყარო: imedinews.ge