
ირაკლი კობახიძე: ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე და მეგობრული ურთიერთობები და ჩვენი მზადყოფნა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის
იმედი|imedinews.ge
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა მზადყოფნა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის.
„შევხვდი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ერმეკ კოშერბაევს. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე და მეგობრული ურთიერთობები და ჩვენი მზადყოფნა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
Met with H.E. Yermek Kosherbayev, Minister of Foreign Affairs of the Republic of Kazakhstan. We reaffirmed the strong and friendly relations between our countries and our commitment to further deepening our partnership 🇬🇪🇰🇿 pic.twitter.com/7l4pBHAsIp — Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) April 7, 2026
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge