
გურამ მაჭარაშვილი: მდინარაძეს არასდროს ჰქონია პრობლემა დეკლარაციასთან დაკავშირებით. როდესაც ის გახდა სუს-ის ხელმძღვანელი, ბუნებრივია დაცული უნდა იყოს ის წესები, რომლებიც არსებობს ასეთი ტიპის სამსახურის ხელმძღვანელის მიმართ
იმედი|imedinews.ge
მამუკა მდინარაძეს არასდროს ჰქონია პრობლემა თავის დეკლარაციასთან დაკავშირებით, - განუცხადა „ქრონიკას“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ნინო ლომჯარიას პასუხად, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე უარს ამბობს ქონებრივი დეკლარაციის გასაჯაროებაზე.
მაჭარაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ის გახდა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ბუნებრივია დაცული უნდა იყოს ის წესები, რომლებიც ყველა სახელმწიფოში არსებობს ასეთი ტიპის სამსახურის ხელმძღვანელის თუ მოადგილეების მიმართ.
„ამიტომ, ის წესები, რაც არსებობს, მათ შორის სხვა სახელმწიფოებში, ის არსებობს საქართველოშიც. ეს ძალიან კარგად ესმის საზოგადოებას, მათ შორის მათივე ამომრჩევლებს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
სუს-ი: საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, უსაფრთხოების გამოწვევებთან ბრძოლის პრეტენზიის მქონე რიგი ქვეყნების სპეცსამსახურების ხელმძღვანელ რგოლს დეკლარაციის საჯაროობა, უფრო მეტიც, ბევრ შემთხვევაში, მისი წარდგენაც არ ევალება
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge