
ქართველიშვილი მერაბ მეტრეველზე: უსამშობლოს დაუძახებ - სწყინს, ყველას საპირფარეშოში და საძინებელში ფარული კამერით რომ დაძრომიალობდით - თქვენ ის ხომ არ ხართ?
"ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, ოპოზიციონერი ჟურნალისტის, მერაბ მეტრეველის ფეისბუქ-პოსტს აფასებს, რომელშიც გაკრიტიკებულია ილჰამ ალიევისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის კადრები, სადაც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის უკან დგას.
ქართველიშვილი ინტერესდება, ჟურნალისტი ამ "მორიგ სისულელეს" რომ წერდა, დაგეგმილი ჰქონდა თუ არა, ასევე აცხადებს, რომ "მიშას სახელობის" "პატრიოტთა ბანაკში" მეტრეველისთვის უნდა ესწავლებინათ, როცა ორი ადამიანი საუბრობს, იქ "ცხვირი და ყური აუდიო-მიუწვდომლობის დონეზე უნდა გეჭიროს".
"უსამშობლოს დაუძახებ - სწყინს. "საქარღველოში" მაინც შეცდომა არ დაუშვას - არ შეუძლია. მთავარ "მოლალრაკებებზე" და ზრდილობაზე რომ მელაპარაკებით, ყველას საპირფარეშოში და საძინებელში ფარული კამერით რომ დაძრომიალობდით - ძილისწინა საჩუკენო მასალა რომ მიგეტანათ ბელადისთვის, თქვენ ის ხომ არ ხართ? ორი ადამიანი რომ საუბრობს, იქ შენი გრძელი ცხვირი და ყური აუდიო-მიუწვდომლობის დონეზე რომ უნდა გეჭიროს - მიშას სახელობის მხიარული ბუჩქებით გარშემორტყმულ "პატრიოტთა ბანაკში" არ გასწავლეს? ამ მორიგ სისულელეს რომ წერდი - "დაგეგემილი" რა ჰქონდა, "ჟრუნალიტსო"?" - წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
იმედი
წყარო: imedinews.ge