არჩილ გორდულაძე აზერბაიჯანელ აქტივისტზე: არაერთხელ გვინახავს ჩვენ ფეიკების გავრცელების ფაქტი. ახლაც ზუსტად იმავეს მცდელობაა, მაგრამ კარგად უნდა ხედავდნენ, რომ მათი ეს ტყუილი ყოველთვის მხილებულია

არჩილ გორდულაძე აზერბაიჯანელ აქტივისტზე: არაერთხელ გვინახავს ჩვენ ფეიკების გავრცელების ფაქტი. ახლაც ზუსტად იმავეს მცდელობაა, მაგრამ კარგად უნდა ხედავდნენ, რომ მათი ეს ტყუილი ყოველთვის მხილებულია

იმედი|imedinews.ge

არაერთხელ გვინახავს ჩვენ ფეიკების გავრცელების ფაქტი. ახლაც ზუსტად იმავეს მცდელობაა, მაგრამ კარგად უნდა ხედავდნენ, რომ მათი ეს ტყუილი ყოველთვის მხილებულია,- განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკაში" აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის დაკავებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებზე საუბრისას.

მისივე თქმით, თუ ყვლა ვთანხმდებით, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, სწორედ ამიტომ ისეთივე გადაწყვეტილება მიიღეს აზერბაიჯანელ აქტივისტთან დაკავშირებით, როგორიც ეს სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ იქნებოდა.

„როდესაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის" რეიტინგი პლინტუსს ქვემოთ არის, მაშინ უკვე მათსავე მართულ ტელევიზიებს უწევთ, რომ ფეიკები გაავრცელონ და შეეცადონ, რომ საზოგადოებას როგორმე თვალებში ნაცარი შეაყარონ. მაგალითისთვის, საუბრობდნენ აზერბაიჯანელი აქტივისტის, პირის, რომელიც საქართველოში არაერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში არის პასუხისგებაში მიცემული, კამპანიურად სიცრუე გაავრცელონ. რეალობა არის ერთი მარტივი, რომ დააკავეს ადამიანი, წარადგინეს სასამართლოში, მისმა ადვოკატებმა სცადეს, რომ გაეწელათ პროცესი როგორმე და საბოლოო ჯამში პროცესი დასრულდა მაშინ, როდესაც დასრულდა. როგორც სხვა უცხოელის მიმართ იქნებოდა გადაწყვეტილება მიღებული ზუსტად ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს ამ კონკრეტული პიროვნების მიმართაც. თუ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ვამბობთ, რომ ეს არის ერთ-ერთი უპირველესი საფუძველი დემოკრატიის წინაშე, მაშინ კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი და იყო კიდეც. არაერთხელ გვინახავს ჩვენ ფეიკების გავრცელების ფაქტი. ახლაც ზუსტად იმავეს მცდელობაა, მაგრამ კარგად უნდა ხედავდნენ, რომ მათი ეს ტყუილი ყოველთვის მხილებულია. გონიერი საზოგადოება სწორად აფასებს მოვლენებს, ხედავს რა ჩარევებს. სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და მაგიტომაც ვართ ძლიერები, რომ ჩვენ ვართ სიმართლის მხარეს", - აღნიშნა გორდულაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია