თენგიზ შარმანაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის ძველ მონაცემებზე: ეს არის აბსოლუტურად უპატივცემულობა ქართული სახელმწიფოს მიმართ

თენგიზ შარმანაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის ძველ მონაცემებზე: ეს არის აბსოლუტურად უპატივცემულობა ქართული სახელმწიფოს მიმართ

იმედი|imedinews.ge

ეს არის აბსოლუტურად უპატივცემულობა ქართული სახელმწიფოს მიმართ, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის ძველ მონაცემებზე საუბრისას.

მისივე თქმით, თუ სხვა ქვეყნების მონაცემები არის განახლებული და განცხადების შემდეგაც კი არ ახლდება ქართული სახელმწიფოს მონაცემები, ეს წარმოუდგენელია.

„ისე რომ ყოფილიყო, რომ რაღაცა პერიოდის განმავლობაში ახლდება და ამიტომ ვერ მოესწრო, გასაგები იქნებოდა, მაგრამ თუ სხვა ქვეყნების მონაცემები არის განახლებული და განცხადების შემდეგაც კი არ ახლდება ქართული სახელმწიფოს მონაცემები, ეს წარმოუდგენელია“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვებ-გვერდზე მონაცემებს ისევ არ აახლებს. საქართველოს პრეზიდენტად კვლავ მითითებულია სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი. პარლამენტის წევრმა ირაკლი შატაკიშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს სადეპუტატო შეკითხვით მიმართა. მაკა ბოჭორიშვილის პასუხიდან კი ირკვევა, რომ გაგზავნილია ნოტა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როდესაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემები გაახლებული აქვს მაგალითად რუსეთისა და სირიის შემთხვევაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია