
ირაკლი მეზურნიშვილი: საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს - დარწმუნებული ვარ, უნგრელი ხალხი აირჩევს ისეთ მმართველ ძალას, რომელიც, პირველ რიგში უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს დაიცავს
ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იმართება დღეს უნგრეთში. სასიხარულოა, რომ ჩვენი დელეგაცია არის წარმოდგენილი და მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდებით უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებს, - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა უნგრეთში.
მისი თქმით, საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
„გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით ადგილობრივ ორგანიზატორებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან არჩევნების ჩატარებაზე, აბსოლუტურად მშვიდად მიმდინარეობს არჩევნები. დარწმუნებული ვარ, უნგრელი ხალხი აირჩევს ისეთ მმართველ ძალას, რომელიც პირველ რიგში უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს დაიცავს“, - აღნიშნა მეზურნიშვილმა.
უნგრეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
დღეს დილიდან, უნგრეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოდან საპარლამენტო დელეგაცია სხვადასხვა საარჩევნო უბანზე აკვირდება.
იმედი
წყარო: imedinews.ge