ლევან მახაშვილი: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ვაკვირდებოდით არჩევნებს უნგრეთში, რომელმაც საკმაოდ მშვიდ გარემოში ჩაიარა

ლევან მახაშვილი: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ვაკვირდებოდით არჩევნებს უნგრეთში, რომელმაც საკმაოდ მშვიდ გარემოში ჩაიარა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა უნგრეთში საარჩევნო სიტუაციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„დასრულდა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ ვიმყოფებოდით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ვაკვირდებოდით არჩევნებს. არჩევნებმა საკმაოდ მშვიდ გარემოში ჩაიარა. მოსახლეობას ჰქონდა შესაძლებლობა, თავისი ნება თავისუფლად გამოეხატა, ზედმეტი ბარიერების, შეზღუდვების გარეშე.

იყო უპრეცედენტოდ მაღალი მონაწილეობა მოსახლეობის მხრიდან. საბოლოო ჯამში, ოპოზიციურმა ბლოკმა მიიღო გამარჯვება. ეუთო/ოდირის დასკვნები დღეს თბილისის დროით 17:00 საათზე იქნება გამოქვეყნებული, ხოლო ორი თვის თავზე საბოლოო შეფასება გაკეთდება“, - აღნიშნა მახაშვილმა.

უნგრეთის მიწვევით ბუდაპეშტში საპარლამენტო დელეგაცია იმყოფება, რომლის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი გიორგი კახიანი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე და პარლამენტის წევრი გიორგი ჭყონია არიან.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის შემადგენლობაში კი უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აკვირდებოდნენ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია