დავით მათიკაშვილი: მთავარია, რომ უნგრელმა ხალხმა ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, ვისაც ენდობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნგრელ და ქართველ ხალხსა და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა გაღრმავდეს

დავით მათიკაშვილი: მთავარია, რომ უნგრელმა ხალხმა ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, ვისაც ენდობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნგრელ და ქართველ ხალხსა და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა გაღრმავდეს

იმედი|imedinews.ge

წყნარ, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა არჩევნებმა. ძალიან მაღალი აქტივობა იყო მოქალაქეების. რიგები იდგა საარჩევნო უბნებზე, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ის სადამკვირვებლო მისიით იმყოფება.

მისივე თქმით, ქართული ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია უნგრელ და ქართველ ხალხსა და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა გაღრმავდეს.

„დასრულდა საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან ვიცით, დათვლილია ხმების 99%. დამაჯერებლად გაიმარჯვა ოპოზიციურმა გაერთიანება „ტისამ". როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა გამარჯვებულ ძალას, ქართველი ხალხისა და ჩვენი ხელისუფლების სახელით, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს მეგობარ უნგრეთთან გვქონდეს საუკეთესო ურთიერთობა. წყნარ, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა არჩევნებმა. ძალიან მაღალი აქტივობა იყო მოქალაქეების. რიგები იდგა საარჩევნო უბნებზე. მთავარია, რომ უნგრელმა ხალხმა გამოხატა თავისი არჩევანი, ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, ვისაც ენდობა, რათა ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა და მართოს უნგრეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნგრელ და ქართველ ხალხსა და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა გაღრმავდეს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია