
დავით ქართველიშვილი: დღესაც 14 აპრილი აღინიშნება როგორც დედაენის დღე და იგი ეროვნული ერთობისა და ღირსების სიმბოლოდ იქცა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში წერს დედაენის დღისა და მისი მნიშვნელობის შესახებ. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთია, ვინც საჯარო განცხადებებში ებრძვის ქართულ ენას და ქართველიშვილი მას ახსენებს 1978 წელს განვითარებულ მოვლენებს:
„საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა საქართველოს კონსტიტუციიდან ამოეღო ჩანაწერი, რომ ქართული ენა იყო სახელმწიფო ენა. რას აკეთებს ამ დროს ქართველი "საბჭოთა" ხალხი? ის ხალხი, რომლის "განსაბჭოებასთვის" დღესაც იბრძვის "მადამ ლეგიტიმაცია": 14 აპრილს ათასობით მოქალაქე - სტუდენტები, პროფესორები, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, მუშები - გამოვიდა თბილისის ქუჩებში“ - წერს ანალიტიკოსი.
ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უკვე იყო ილია მეორე.
„14 აპრილი, დედაენის დღე, ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და ღირსშესანიშნავი დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომელიც ეძღვნება ქართულ ენას, როგორც ეროვნული იდენტობის ბირთვს. ამ დღესთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და შთამბეჭდავი მოგონება უკავშირდება 1978 წლის 14 აპრილს, როდესაც ქართული ენა ხალხის ნების ძალით გადარჩა.
დღეს ქართულ ენას, თავის ყოველ საჯარო განცხადებასა თუ ფბ-სტატუსში უმოწყალოდ რომ ებრძვის მაგალითად სალომე ზურაბიშვილი, მის გასაგონადაც მინდა შევახსენო "დედაენის დღე". "მართმადიანები" ამ ბრწყინვალე შვიდეულს "აღზდგას" რომ არ ზეიმობენ, აი ამ ზურაბიშვილს მინდა შევახსენო ქართულ ენასთან უმოწყალოდ ბრძოლის ეს დღე. იმ სალომეს, "რომელიც საქართველოში დაიბადა, ოღონდ მის საზღვარგარეთეთში". დიახ, საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა საქართველოს კონსტიტუციიდან ამოეღო ჩანაწერი, რომ ქართული ენა იყო სახელმწიფო ენა. ეს მოცემულობა უნდა შეცვლილიყო საბჭოთა მოდელით - რუსული უნდა ყოფილიყო სსრკ-ს ერთადერთი "საერთო ენა" და ადგილობრივი ენები მეორე პლანზე უნდა გადანაცვლებულიყო.
რას აკეთებს ამ დროს ქართველი "საბჭოთა" ხალხი? ის ხალხი, რომლის "განსაბჭოებასთვის" დღესაც იბრძვის "მადამ ლეგიტიმაცია": 14 აპრილს ათასობით მოქალაქე გამოვიდა თბილისის ქუჩებში - სტუდენტები, პროფესორები, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, მუშები, და ეს იყო იმის ერთ-ერთი იშვიათი მაგალითი, როდესაც საბჭოთა მთავრობამ უკან დაიხია. საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ ხალხის ხმა "გაითვალისწინა" და ქართული ენა შენარჩუნდა, როგორც სახელმწიფო ენა.
საინტერესო ისტორიული დეტალი: იმ წელს საქართველოს უკვე ჰყავს თავისი ახალი კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ჩვენი აწ განსვენებული ერის მამა და ეს იყო მისი სულიერი წინამძღოლობით და ლოცვით მიღწეული პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება "ლუციფერზე", იმ წელს აღდგომა მოდიოდა იმავე 30 აპრილზე, როგორც ეს არანაკლებად საბედისწერო 1989 წელს მოხდა, იმ დღეს "საბჭოთა" ხალხის დიდი ნაწილი ტაძრებში შევიდა და ლოცულობდა ქართული ენის გადასარჩენად. ზოგიერთი კი მწერალთა კავშირის შენობასთან შეიკრიბა და პირველად გაჟღერდა ღიად ანტირეჟიმული განწყობა, რასაც იმ პერიოდში დიდი რისკი ახლდა. დღესაც 14 აპრილი აღინიშნება როგორც დედაენის დღე და იგი ეროვნული ერთობისა და ღირსების სიმბოლოდ იქცა” - წერს დავით ქართველიშვილი.
იმედი
წყარო: imedinews.ge