რატი იონათამიშვილი: ყველა ვთანხმდებით, რომ აუტიზმი დიაგნოზი არ არის გვარამიას გარდა. ხომ სამარცხვინო იყო მისი პირველი განცხადება, როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ და ნებისმიერ ჭრილში, კიდევ უფრო შორს წავიდა მეორე პოსტში

რატი იონათამიშვილი: ყველა ვთანხმდებით, რომ აუტიზმი დიაგნოზი არ არის გვარამიას გარდა. ხომ სამარცხვინო იყო მისი პირველი განცხადება, როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ და ნებისმიერ ჭრილში, კიდევ უფრო შორს წავიდა მეორე პოსტში

იმედი|imedinews.ge

ყველა ვთანხმდებით, რომ აუტიზმი დიაგნოზი არ არის გვარამიას გარდა, - განუცხადა ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

იონათამიშვილის თქმით, სამარცხვინო იყო მისი პირველი განცხადება, როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ და ნებისმიერ ჭრილში, მაგრამ კიდევ უფრო შორს წავიდა მეორე პოსტში.

„ყველა ვთანხმდებით, რომ აუტიზმი დიაგნოზი არ არის გვარამიას გარდა. ხომ სამარცხვინო იყო მისი პირველი განცხადება, როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ და ნებისმიერ ჭრილში, კიდევ უფრო შორს წავიდა მეორე პოსტში. მან კიდევ ერთხელ დიდი შეურაცხყოფა მიაყენა არამხოლოდ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს და მათი ოჯახის წევრებს, არამედ შშმ პირებს, მთლიანად საზოგადოებას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მკაცრი შეფასება იყოს ყოველთვის, როდესაც ადამიანები კადრულობენ მსგავსი სიძულვილის ენის გამოყენებას, მაგრამ გვარამიასგან ჩვენ ეს არ გვიკვირს, ვინაიდან ის საზოგადოებრივი სიძულვილის ერთ-ერთი ავტორია საქართველოში“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, გვარამიამ გარკვეულ პოლიტიკოსებს მიმართა და მათ პოლიტიკური აუტისტები უწოდა. მოგვიანებით, გვარამიამ მის მიერ ტერმინ „პოლიტიკური აუტიზმის“ გამოყენება სოციალურ ქსელში განმარტა და აღნიშნა, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების სტიგმატიზებასთან ამ შემთხვევას არავითარი კავშირი არ აქვს. მისი თქმით, ამიტომაცაა მიწერილი ზედსართავი „პოლიტიკური“ და თავად ტერმინი ჩასმულია ბრჭყალებში“, რაზეც იარაჯულმა უპასუხა, რომ „პრობლემაა ბრჭყალებში ჩასმულიც და ფრჩხილებშიც, აუტიზმის სალანძღავ სიტყვად გამოყენება არის ძალიან ცუდი ოჯახებისთვის და თავად აუტისტური სპექტრის ადამიანებისთვის“.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია