მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა

იმედი|imedinews.ge

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან მაიკლ ო’ფლაერტისთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის, ისევე როგორც გენერალური მდივნის ყოველწლიური კონსოლიდირებული ანგარიშების მნიშვნელობას და აღნიშნა ევროპის საბჭოს როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის შერიგებისა და ჩართულობის პროცესში. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.

მაიკლ ო'ფლაერტის დაინტერესების საპასუხოდ, სახელმწიფო მინისტრმა ადამიანის უფლებათა კომისარს დეტალურად გააცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული ვითარება და მიმდინარე ოკუპაციის თანმდევი მძიმე შედეგები. სახელმწიფო მინისტრმა ასევე ისაუბრა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტებზე, განხორციელების მიმდინარეობასა და სამომავლო ხედვებზე, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

ადამიანის უფლებათა კომისარმა სახელმწიფო მინისტრს მადლობა გადაუხადა ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის და აღნიშნა, რომ თავის მხრივ, განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას.

მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი აბელ აბესაძე თურქეთში სამთო-მოპოვებითი მრეწველობის საერთაშორისო გამოფენას დაესწრო

მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი აბელ აბესაძე თურქეთში სამთო-მოპოვებითი მრეწველობის საერთაშორისო გამოფენას დაესწრო

იმედი

ტრამპის განცხადებით, ირანთან ომი დასასრულთან „ძალიან ახლოს არის“

ტრამპის განცხადებით, ირანთან ომი დასასრულთან „ძალიან ახლოს არის“

იმედი

„მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ საპილოტე პროგრამა სრულმასშტაბიან პროექტად ჩამოყალიბდება და მეწარმეთა დაფინანსების ლიმიტი გაიზრდება

„მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ საპილოტე პროგრამა სრულმასშტაბიან პროექტად ჩამოყალიბდება და მეწარმეთა დაფინანსების ლიმიტი გაიზრდება

იმედი

საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

იმედი