
მარიამ ლაშხი: გიორგი გახარიას პარტიის წევრები არ ეცნობიან ჩვენი სამინისტროს საგარეო პოლიტიკას, არ ეცნობიან იმ უმაღლესი რანგის ვიზიტებს რომელსაც ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი ახორციელებს
გიორგი გახარიას პარტიის წევრები არ ეცნობიან ჩვენი სამინისტროს საგარეო პოლიტიკას, არ ეცნობიან იმ უმაღლესი რანგის ვიზიტებს რომელსაც ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი ახორციელებს, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა „ქრონიკასთან“, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ პარლამენტში საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინტერპელაციის ფორმატით მოსმენა ფრაქციამ „საქართველოსთვის“ მოითხოვა.
„იმ გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, რა ეკონომიკური და ევროგაფართოების უსაფრთხოების დღის წესრიგიც დგას გლობალურად, თვითონ ინტერპელაციის კითხვები აჩვენებ იმას, რომ გახარიები ჩარჩენილები არიან 2022-20023 წლების საგარეო პოლიტიკის ნაწილში. ეს არის ტრაფარეტული კითხვები ყოველგვარ ანალიზს დაცლილი“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.
პარლამენტი დღეს ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს მოუსმენს.
იმედი
წყარო: imedinews.ge