მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო წილოსანი: ბოკუჩავა რომ ეკლესიას მოედნად აღიქვამს, ამაში ახალი არაფერია. მისი ბელადიც სწორედ ასე უყურებდა. მან თვალთმაქცურად გაიკეთა ჯვარი და ეგონა ხალხი დაიჯერებდა, რომ ის ქრისტიანია
ნინო წილოსანი: ბოკუჩავა რომ ეკლესიას მოედნად აღიქვამს, ამაში ახალი არაფერია. მისი ბელადიც სწორედ ასე უყურებდა. მან თვალთმაქცურად გაიკეთა ჯვარი და ეგონა ხალხი დაიჯერებდა, რომ ის ქრისტიანია

ნინო წილოსანი: ბოკუჩავა რომ ეკლესიას მოედნად აღიქვამს, ამაში ახალი არაფერია. მისი ბელადიც სწორედ ასე უყურებდა. მან თვალთმაქცურად გაიკეთა ჯვარი და ეგონა ხალხი დაიჯერებდა, რომ ის ქრისტიანია

იმედი|imedinews.ge

ძალიან კარგად ვიცით მთელი მათი პოლიტიკა, როგორ არის მიმართული ადამიანების წინააღმდეგ და უფრო მეტიც, როგორ არის მიმართული ეკლესიის წინააღმდეგ, - აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა თინა ბოკუჩავას განცხადებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, გასაკვირი არ არის, რომ თინა ბოკუჩავას ეკლესია მოედანი ჰგონია.

„ბოკუჩავა რომ ეკლესიას, რელიგიას და ჩვენს რწმენას მოედნად აღიქვამს ამაში ახალი არაფერია. მისი ბელადიც სწორედ ასე უყურებდა. მან თვალთმაქცურად გაიკეთა ჯვარი და ეგონა ხალხი დაიჯერებდა, რომ ის ქრისტიანი და კაცთმოყვარე იყო. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით მთელი მათი პოლიტიკა როგორ არის მიმართული ადამიანების წინააღმდეგ და უფრო მეტიც, როგორ არის მიმართული ეკლესიის წინააღმდეგ.

წლებია, „ნაცმოძრაობა“ თავისი პარტიის წევრებით, აქტივისტებითა და იმ ტელევიზიებით, რომლებსაც ეკლესიის წინააღმდეგ აგრესიულად ამუშავებდნენ, პატრიარქის წინააღმდეგ აგორებდა უბინძურეს კამპანიას. პატრიარქის გარდაცვალების დღეებშიც პირდაპირ ესხმოდნენ თავს მეუფე შიოს, პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს. ეს ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ ჩვენი სულიერი საყრდენი და უძლიერესი ეკლესია როგორღაც დაენგრიათ, არეულობა და დაპირისპირება შეეტანათ. თინა ბოკუჩავა და ძმანი მისნი ეკლესიას მოედნად აღიქვამენ. მოედნად, სადაც სურთ, ითამაშონ ჩვენი რწმენით და იმ რელიგიური ღირებულებებით, რომელსაც არცერთ მომენტში არ იცავდნენ, მათ შორის არ იცავდნენ მაშინ, როდესაც ოჯახური ღირებულებების კანონს ვიღებდით. არ იცავდნენ მაშინ, როდესაც ეკლესიას იმ ბინძური კამპანიისგან ვიცავდით, რომელსაც სათავეში თავად ედგნენ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

თინა ბოკუჩავას თქმით, ოპოზიციაში ერთობლივი გზავნილის პრობლემა არსებობს და ოპოზიცია არ ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ არ არიან, მისივე სიტყვებით, „უღმერთოები და ურწმუნოები“.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ ბრიუსელის გავლით ხდება საქართველოზე არასწორი ინფორმაციის გავრცელება - ძალიან შინაარსიანი შეხვედრები გვქონდა, არის სურვილი, რომ უშუალო შეხვედრებით გვქონდეს კოლეგებთან პირდაპირი კონტაქტი

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციისთვის რევოლუციური სცენარის დაწერის მორიგ მცდელობაზე: ამ ისტორიის გამჟღავნება არის ევროკავშირის სირცხვილი. დეტალურად ჩავეძიებით რასთან გვაქვს საქმე

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციისთვის რევოლუციური სცენარის დაწერის მორიგ მცდელობაზე: ამ ისტორიის გამჟღავნება არის ევროკავშირის სირცხვილი. დეტალურად ჩავეძიებით რასთან გვაქვს საქმე

იმედი

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი და „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის”დირექტორი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს შეხვდნენ

გივი მიქანაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელთან პარტნიორობის გაძლიერების საკითხები განიხილა

გივი მიქანაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელთან პარტნიორობის გაძლიერების საკითხები განიხილა

იმედი