
ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: ერთადერთი, რაც შეუძლიათ შეჯერდნენ, ჩამოყალიბდნენ და თქვან, რომ ეროვნული ღირებულებები არის უპირველესი, რომ სამშობლო არის პირველი და ამის შემდეგ შეიძლება ვიღაცამ მართლა დაიჯეროს მათი
ჩვენი ოპოზიცია რადიკალურად განსხვავებულია პეტერ მადიარისგან. ჩვენი ოპოზიცია აქცენტს აკეთებდა ეკლესიის, ჩვენი ღირებულებების შელახვაზე და უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებაზე, მერამდენედ წაიტეხეს ცხვირი, მიუხედავად იმისა რომ მილიონობით დაფინანსება ჰქონდათ, არ გამოვა გამორიცხულია, - განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ, ჟურნალისტებთან საუბრისას.
ზარქუას განცხადებით, ოპოზიცია უნდა შეჯერდეს ერთზე და თქვან, რომ ეროვნული ღირებულებები არის უმთავრესი, ამის შემდეგ კი შესაძლებელია მათ ქართველი ხალხის მხარდაჭერა მოიპოვონ.
„რაც შეეხება პარალელების გავლებას აქაც სულ ტყუილი მცდელობა აქვთ, ერთადერთი, რაც შეუძლიათ შეჯერდნენ, ჩამოყალიბდნენ და თქვან, რომ ეროვნული ღირებულებები არის უპირველესი, რომ სამშობლო არის პირველი და ამის შემდეგ შეიძლება ვიღაცამ მართლა დაიჯეროს მათი. აგერ სხედან ჩვენთან [პარლამენტში], ჯერ არალეგიტიმურს გვეძახდნენ და ახლა შესვენებაზეც არ გადიან ისეთი მოწადინებულები არიან ჩვენი „გახარიები“. მიხვდნენ, რომ იმ ტაქტიკამ ვერ გაამართლა, რომ პარლამენტის გადაწვის, რადიკალიზმის შემოტანამ ქართულ პოლიტიკაში ვერ გაამართლა და ვერც გაამართლებდა, იმიტომ რომ სადაც ერი-ბერი ერთიანია იქ გამორიცხულია ვინც რა დაუკვეთოს გარედან მათმა პატრონებმა შედეგს ვერასდროს მიაღწევენ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
იმედი
წყარო: imedinews.ge