
მაკა ბოჭორიშვილმა და მაიკლ ო’ფლაერტიმ თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გადადგმული ნაბიჯები განიხილეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გადადგმული ნაბიჯები.
მაკა ბოჭორიშვილმა ადამიანის უფლებათა კომისარს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე ვითარების თაობაზე.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის ევროპის საბჭოს დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობაზე და ამ კონტექსტში, ხაზი გაუსვა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების მნიშვნელობას.
ვიზიტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა კომისარი ეწვია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს და მოინახულა სოფელ წეროვანის დევნილთა დასახლება.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge