ირაკლი ქადაგიშვილი: ის სტაბილურობა და მდგრადობა, რაც საქართველომ გამოიჩინა, აჩვენებს, რომ საქართველო არის აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ყველაზე უფრო მყარი სახელმწიფო

ირაკლი ქადაგიშვილი: ის სტაბილურობა და მდგრადობა, რაც საქართველომ გამოიჩინა, აჩვენებს, რომ საქართველო არის აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ყველაზე უფრო მყარი სახელმწიფო

იმედი|imedinews.ge

ის სტაბილურობა და მდგრადობა, რაც საქართველომ გამოიჩინა, აჩვენებს, რომ საქართველო არის აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ყველაზე უფრო მყარი სახელმწიფო, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

როგორც პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, გეოპოლიტიკური მოცემულობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველო არის უალტერნატივო.

„აზერბაიჯანსა და შუა აზიის სახელმწიფოებთან ერთად ეს გზა არის დღეს უალტერნატივო. ეს ეხება მათ შორის როგორც ლოგისტიკურ, აგრეთვე ენერგეტიკულ მიმართულებას, მათ შორის არის წყალქვეშა კაბელთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც ევროკავშირმა უკვე ორმხრივი ინტერესის ყველაზე პრიორიტეტულ პროექტად დაასახელა. ამ პროექტის განხორციელება უკვე მიმდინარე დღის წესრიგში არის ჩასმული.

გეოპოლიტიკური მოცემულობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველო არის უალტერნატივო და საქართველოს მისწრაფება ევროპასთან მიმართებაში არის უცვლელი. საქართველო ამ გზაზე ივლის თავისი ნებით და არა სხვისი მომსახურე სახელმწიფოს როლში. დღეს ამასთან შეგუება არის ყველაზე მთავარი გარკვეული წრეებისათვის დასავლეთში“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია