პაატა სალია შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს

პაატა სალია შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს

იმედი|imedinews.ge

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფება, ორმხრივ შეხვედრებს გამართავს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეებთან ეკონომიკურ და სოციალურ, ასევე პოლიტიკის საკითხებში და ორგანიზაციის სხვა მაღალი დონის წარმომადგენლებთან.

იუსტიციის მინისტრი ნიუ-იორკში მიმდინარე, გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოს მიერ საჯარო სერვისების სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

„საქართველოს მონაწილეობა და ჩართულობა მსგავსი ტიპის ღონისძიებებში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლებლობა გვეძლევა, გავუზიაროთ საერთაშორისო თანამეგობრობას ინფორმაცია საქართველოში, მათ შორის საჯარო ადმინისტრირების სფეროში განხორციელებული რეფორმების თაობაზე. მქონდა შესაძლებლობა, მესაუბრა ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ, საჯარო მომსახურების გაუმჯობესების, ციფრული ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გამოყენების თაობაზე“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ასევე შედგა ორმხრივი შეხვედრა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან ადამიანის უფლებების საკითხებში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია