
ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის ბლაჟევიჩთან თანამშრომლობაზე: მათ არაფერი ეშველებათ და სუსი იმოქმედებს შესაბამისად
რაც ბატონი მამუკა მდინარაძე დავამტკიცეთ სუსის ხელმძღვანელად, ვხედავთ თუ რა განსხვავებული ხარისხით მუშაობა მიდის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ძალიან კარგია, რომ სუსს უკვე ამ ყველაფერთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია აქვს, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციის იგორ ბლაჟევიჩთან თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციაზე საუბრისას. პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ ოპოზიციას „არაფერი ეშველება“.
„თვითონ რადიკალებს რაც შეეხებათ, არაფერი უშველით. ბატონი აკერმანი ატრენინგებდა, მერე იყო მაკკეინის ინსტიტუტი, რომელმაც გზამკვლევი ჩამოუწერა და გადასცა, თუ როგორ უნდა აერიათ საქართველოში ვითარება. ახლა ახალი ბატონი გამოჩნდა მათთვის. რა თქმა უნდა, მათ არაფერი ეშველებათ და სუსი იმოქმედებს შესაბამისად“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად, პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის ერთ ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.
იმედი
წყარო: imedinews.ge