
ზვიად შალამბერიძე: ოპოზიციამ იცის, რომ არანაირი შანსი არ აქვთ არჩევნების გზით „ქართული ოცნების“ დამარცხების. აქედან გამომდინარე, თვალს ვადევნებთ, რომ სხვადასხვა პერიოდში ახალ-ახალი ექსპერტები ჩამოჰყავთ, რათა ტრენინგები გაიარონ
ოპოზიციამ დიდი ხანია იცის, რომ მათ არანაირი შანსი არ აქვთ არჩევნების გზით საქართველოს მთავრობის, „ქართული ოცნების“ დამარცხების, - განუცხადა „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.
მისი თქმით, აქედან გამომდინარე, თვალს ვადევნებთ, რომ სხვადასხვა პერიოდში ახალ-ახალი ექსპერტები ჩამოჰყავთ იმისთვის, რათა ახალი ტრენინგები გაიარონ.
„ოპოზიციამ დიდი ხანია იცის, რომ მათ არანაირი შანსი არ აქვთ არჩევნების გზით საქართველოს მთავრობის, „ქართული ოცნების“ დამარცხების. აქედან გამომდინარე, თვალს ვადევნებთ, რომ სხვადასხვა პერიოდში ახალ-ახალი ექსპერტები ჩამოჰყავთ იმისთვის, რათა ახალი ტრენინგები გაიარონ როგორც რევოლუციური სცენარის დადგმის თვალსაზრისით, ისევე რაც ვნახეთ ჩვენ შარშან პარლამენტის წინ, თუ როგორი დატრენინგებული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ იმ სცენარებში, რასაც ისინი დგამდნენ“, - აღნიშნა შალამბერიძემ.
ძველი მეთოდები ახალი ტრენერის შესრულებით - „ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.
იმედი
წყარო: imedinews.ge