ვატო შაქარიშვილი: ნეიტრალიტეტია დღეს ერთადერთი საშუალება, რომელსაც შეუძლია, დაგვაახლოოს ქვეყნის გამთლიანებასთან, ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფასთან და სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევასთან

ვატო შაქარიშვილი: ნეიტრალიტეტია დღეს ერთადერთი საშუალება, რომელსაც შეუძლია, დაგვაახლოოს ქვეყნის გამთლიანებასთან, ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფასთან და სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევასთან

იმედი|imedinews.ge

ნეიტრალიტეტია დღეს ერთადერთი საშუალება, რომელსაც შეუძლია, დაგვაახლოოს ქვეყნის გამთლიანებასთან, ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფასთან და სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევასთან, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.

იგი „ევროილუზიიდან გამოსვლის“ საჭიროებაზე საუბრობს.

„როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის არც წარსული ნეგატიური გამოცდილება და არც არსებული რეალობა არის საკმარისი იმისათვის, რომ გადავხედოთ ჩვენს საგარეო პოლიტიკას და ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეთ ევროილუზიიდან. როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ გარკვეული წარმომადგენლები გადავიდნენ პირდაპირ ტყუილის თქმაზე, როდესაც, მაგალითად საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ეს არის ტყუილი, ალბათ, ქალბატონი მინისტრი ეყრდნობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ კვლევებს“, - განაცხადა შაქარიშვილმა.

დღეს „ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ განცხადება გაავრცელა. „როგორც ჩანს, ხელისუფლება არ აპირებს თვალი გაუსწოროს ახალ რეალობას და მათი საგარეო პრიორიტეტები წარსულში რჩება, პარტია კიდევ ერთხელ აყენებს საგარეო პოლიტიკაზე საჯარო დებატების გამართვის ინიციატივას”, - აცხადებს „ერთიანი ნეიტრალური საქართველო”.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია