
ლევან ნიკოლეიშვილი: ნეიტრალიტეტი მართლაც არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანა უსაფრთხოდ იყოს
ნეიტრალიტეტი მართლაც არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანა უსაფრთხოდ იყოს, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა ლევან ნიკოლეიშვილმა.
ნიკოლეიშვილის თქმით, ამიტომაც ითხოვენ დებატებს საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
„ნეიტრალიტეტი მართლაც არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანა უსაფრთხოდ იყოს, დამოუკიდებლად მოხდეს მისი ეკონომიკურად განვითარება და არ იყოს დამოკიდებული რაღაც ბლოკებზე. ამიტომაც ვითხოვთ დებატებს საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლებთან“, - აღნიშნა მან.
დღეს „ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ განცხადება გაავრცელა. „როგორც ჩანს, ხელისუფლება არ აპირებს თვალი გაუსწოროს ახალ რეალობას და მათი საგარეო პრიორიტეტები წარსულში რჩება, პარტია კიდევ ერთხელ აყენებს საგარეო პოლიტიკაზე საჯარო დებატების გამართვის ინიციატივას”, - აცხადებს „ერთიანი ნეიტრალური საქართველო”.
იმედი
წყარო: imedinews.ge