არჩილ გორდულაძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს ხელისუფლების შესახებ არსებულ ძველ მონაცემებს ქართველი ხალხის არჩევანის მიმართ უპატივცემულობად მიიჩნევს

არჩილ გორდულაძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს ხელისუფლების შესახებ არსებულ ძველ მონაცემებს ქართველი ხალხის არჩევანის მიმართ უპატივცემულობად მიიჩნევს

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს ხელისუფლების შესახებ არსებულ ძველ მონაცემებს ქართველი ხალხის არჩევანის მიმართ უპატივცემულობად მიიჩნევს.

მისი თქმით, არავის სჯერა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ინფორმაციის განახლება უბრალოდ დაავიწყდათ.

„ვის სჯერა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში უბრალოდ ერთ თანამშრომელს დაავიწყდა ინფორმაციის განახლება საქართველოს შესახებ?! ეს არის მცდელობა ამ საკითხის პოლიტიკური თვალსაზრისით გამოყენების. მაშინ, როდესაც სირიას, იმ ქვეყანას, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები აქვს აღიარებული და ამ ქვეყანაში თუ ვინმე თანამდებობის პირი შეიცვალა მომენტალურად განაახლებენ ხოლმე. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის მიმართ, მათ შორის, ქართველი ხალხის არჩევანის მიმართ, რომლის პატივისცემაც არაა გამოჩენილი, თუ რა თქმა უნდა უახლოეს მომავალში რამე არ შეიცვლება", - აღნიშნა გორდულაძემ.

ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნილია საქართველოს ნოტა. საქმე ეხება ოფიციალური მონაცემების განახლებას. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე, საქართველოს პრეზიდენტად ისევ მითითებულია სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი - ილია დარჩიაშვილი. ოფიციალური წერილის მიუხედავად მონაცემები ამ დრომდე განახლებული არ არის, ეს მაშინ, როცა გერმანიას იგივე მიდგომა არ აქვს მაგალითად, რუსეთისა და სირიის შემთხვევაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია