მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე: ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მშვიდობას მოაქვს
კახა კალაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე: ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მშვიდობას მოაქვს

კახა კალაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე: ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მშვიდობას მოაქვს

იმედი|imedinews.ge

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა მშვიდობას მოაქვს, რომლის დასაცავად ხელისუფლება კვლავ მზადაა.

ამის შესახებ მან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული მსოფლიო ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან პროგნოზთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„რაც პროგნოზებიც არის საქართველოსთან მიმართებით, ეს შემთხვევითი არ არის. ამას აქვს თავისი ახსნა. როდესაც საუბარია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, წინსვლაზე, ეს ყველაფერი მოაქვს მშვიდობას. რა ფასად დაუჯდა საქართველოს მშვიდობის შენარჩუნება, საზოგადოების დიდი ნაწილი კარგად ხედავს და აფასებს. მიუხედავად იმ ყველაფრისა, ჩვენ გვქონდა და გვაქვს ძალიან მტკიცე, პრინციპული პოზიცია, რომ საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესები უნდა იყოს დაცული და ვერავინ მოგვხვევს თავს, ვერ გვიბრძანებს, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას, სანქციებს შევუერთდეთ, რომელიც დამაზიანებელი და დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ქართული ეკონომიკისთვის. შესაბამისად, მშვიდობის შენარჩუნებით სახეზეა ის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად იზრდება, წინ მიდის, უფრო მეტი შესაძლებლობები ჩნდება. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ის ადამიანები, ის ოჯახები, რომელთაც დღეს ჯერ კიდევ უჭირთ, მიიღებს ის ბენეფიტი, რაც ეკონომიკურ განვითარებას მოაქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ელექტროენერგეტიკის რეგულირების მიმართულებით ახალი ტრენინგ კურსს აცხადებს

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ელექტროენერგეტიკის რეგულირების მიმართულებით ახალი ტრენინგ კურსს აცხადებს

იმედი

აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგ პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, მინისტრის საათის ფორმატში, აჭარის კულტურის მინისტრს მოუსმინეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგ პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, მინისტრის საათის ფორმატში, აჭარის კულტურის მინისტრს მოუსმინეს

იმედი

ნინო ფოჩხუა: დავიჯერო რევოლუციების გურუმ აკერმანმა ვერაფერი უშველა ამ გასაცოდავებულ ქართულ ოპოზიციას და ვიღაც ჩეხი გააცოცხლებს ამ პოლიტიკურ მკვდრებს? ტყუილად წვალობენ, მამუკა მდინარაძე ეტყობა თვალში ეპატარავებათ

თეა ახვლედიანმა გაეროსთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა

თეა ახვლედიანმა გაეროსთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა

იმედი