კახა კალაძე: ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, სალომე ზურაბიშვილი ვინ არის, ვის ემსახურება, ვისი გავლენის ქვეშაა

კახა კალაძე: ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, სალომე ზურაბიშვილი ვინ არის, ვის ემსახურება, ვისი გავლენის ქვეშაა

იმედი|imedinews.ge

ქვეყანაში ვინ უნდა იყოს ხელისუფალი, რა თქმა უნდა, ამას წყვეტს მოსახლეობა, - აღნიშნა კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას.

თბილისის მერის თქმით, ქართველმა ხალხმა ბოლო წლებში ძალიან კარგად დაინახა, თუ ვინ ვინ არის და ვის ემსახურება.

„ახლა მიხვდნენ ხომ, რომ არჩევნები მნიშვნელოვანია? ქვეყანაში ვინ უნდა იყოს ხელისუფალი, რა თქმა უნდა, ამას წყვეტს მოსახლეობა. ის ილუზია, რაც სალომე ზურაბიშვილს აქვს, რომ ვიღაცა გარედან ბრძანებებს გასცემს, ვიღაცა ვიღაცას დაავალებს ან მანიპულაციებს განახორციელებს საზოგადოებაზე, ქართველ ხალხზე, არ გამოგივათ. ქართველმა ხალხმა ყველაფერი ძალიან კარგად იცის - ვინ ვინ არის და ვის ემსახურება; სალომე ზურაბიშვილი ვინ არის, ვის ემსახურება, ვისი გავლენის ქვეშაა.

თქვენ, გინდ ინდივიდუალურად, გინდ პოლიტიკური პარტიებით, თუნდაც დღეს ახალი პარტიები შექმნათ, ახალი სახელები დაირქვათ, არაფერი გეშველებათ. თქვენ გაქვთ ერთი მთავარი სახელი - ხართ მოღალატეები. ეს არის რეალობა, მოცემულობა იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რასაც აკეთებდით და დღესაც აკეთებთ - მოღალატეობრივი ქმედებები ქართველი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია