კახა კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? მეცნიერთა ჯგუფმა მიმართა მთავრობას, რომ აბასთუმანში დაკვირვების პროცესში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა

კახა კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? მეცნიერთა ჯგუფმა მიმართა მთავრობას, რომ აბასთუმანში დაკვირვების პროცესში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა

იმედი|imedinews.ge

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აბასთუმნის ცის გარკვეული მონაკვეთის დაკორექტირება რომ მოხდა, ამაში პრობლემა არაფერია.

როგორც თბილისის მერმა მედიასთან აღნიშნა, საქართველოს მთავრობას მეცნიერთა ჯგუფმა მიმართა, რომ დაკვირვების პროცესში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა და პრემიერ-მინისტრმაც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

“ქვეყანაში რაც კი კარგი კეთდება, ყველაფერს ეწინააღმდეგებით. მე არ მახსოვს, რამე კარგი პროექტი განხორციელებულიყო ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებულიყო და თქვენ პოზიტიური კომენტარი გაგეკეთებინათ.

რაც შეეხება აღნიშნულ გადაწყვეტილებას, მეცნიერთა ჯგუფმა მიმართა მთავრობას, რომ დაკვირვების პროცესში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა. შესაბამისად, თვითმფრინავების სამოძრაო ხაზი დაკორექტირდა. რა არის ამაში პრობლემა? აბასთუმანი იყო განადგურებული და ერთმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა თავისი პირადი სახსრებით აღადგინა და განავითარა, რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ?” - განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია