შალვა პაპუაშვილი გერმანიის მთავრობაზე: თუ ჰგონიათ, ქართველ ხალხს ნაცარს შეაყრიან თვალში, რომ ერთი „აიტიშნიკი“ ვერ მოძებნეს, ორი სახელი და გვარი ჩაესწორებინათ საიტზე და იმას გვედავებიან, უნდა დაგეხმაროთ ქვეყნის განვითარებაშიო

შალვა პაპუაშვილი გერმანიის მთავრობაზე: თუ ჰგონიათ, ქართველ ხალხს ნაცარს შეაყრიან თვალში, რომ ერთი „აიტიშნიკი“ ვერ მოძებნეს, ორი სახელი და გვარი ჩაესწორებინათ საიტზე და იმას გვედავებიან, უნდა დაგეხმაროთ ქვეყნის განვითარებაშიო

იმედი|imedinews.ge

თუ ჰგონიათ, რომ ქართველ ხალხს ნაცარს შეაყრიან თვალში, რომ ერთი „აიტიშნიკი“ ვერ მოძებნეს, ორი სახელი და გვარი ჩაესწორებინათ საიტზე, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე საქართველოს მთავრობის შესახებ განთავსებული მოძველებულ ინფორმაციაზე.

„მიჭირს ამაზე რაიმე სერიოზული განცხადების გაკეთება. რა უნდა ვთქვა გარდა იმისა, რომ მართლა მატრაკვეცობას უნდა მოეშვან. გერმანიის ხელისუფლება თავს იხდის ასაგდებად და დასაცინად ასეთი სამარცხვინო და სასაცილო თავის მართლებებით. ხომ უნდა მიხვდნენ რაღაც მომენტში, რა დამართეს საკუთარი ქვეყნის რეპუტაციას ასეთი ქცევით?! ასე ელაპარაკონ საკუთარ ელჩს. ერთმანეთთან ილაპარაკონ ასეთი უპატივცემულო ტონით. თუ ჰგონიათ, რომ ქართველ ხალხს ნაცარს შეაყრიან თვალში, რომ ერთი „აიტიშნიკი“ ვერ მოძებნეს, ორი სახელი და გვარი ჩაესწორებინათ საიტზე და იმას გვედავებიან ხოლმე, ფული გვაქვს დასახარჯი, თქვენ უნდა დაგეხმაროთ ქვეყნის განვითარებაშიო. საკუთარ ვებ-გვერდს მიხედონ ჯერ და მერე ელაპარაკონ ქართველ ხალხს. რაც უნდათ თქვან, იმასაც ვერ ამბობენ, რომ არჩევნებში უნდოდათ სხვა შედეგი, დამარცხდნენ და დამარცხების არაღიარების პროცესში არიან ახლა. ამხელა ქვეყანა ამის თქმას ვერ უბედავს ქართველ ხალხს და მართლა კატა-თაგვობანას გვეთამაშებიან. რა სახეც შეუქმნა გერმანიის ელჩმა გერმანიას, ამის გაგრძელებაა ეს ყველაფერი. დღეგამოშვებით შევამოწმებთ ვებ-გვერდს. შევხედავთ, ქართველი ხალხის ნებას რომელ კალენდარულ დღეს აღიარებენ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნილია საქართველოს ნოტა. საქმე ეხება ოფიციალური მონაცემების განახლებას. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე, საქართველოს პრეზიდენტად ისევ მითითებულია სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი - ილია დარჩიაშვილი. ოფიციალური წერილის მიუხედავად მონაცემები ამ დრომდე განახლებული არ არის, ეს მაშინ, როცა გერმანიას იგივე მიდგომა არ აქვს მაგალითად, რუსეთისა და სირიის შემთხვევაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია