შალვა პაპუაშვილი: თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა მნიშვნელოვანია გამოწვევების ფონზე, რომლებიც ჩვენი რეგიონის გარშემო ხდება. საბედნიეროდ, რეგიონის ხელისუფლებები ბრძნულ პოლიტიკას მიჰყვებიან, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა

შალვა პაპუაშვილი: თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა მნიშვნელოვანია გამოწვევების ფონზე, რომლებიც ჩვენი რეგიონის გარშემო ხდება. საბედნიეროდ, რეგიონის ხელისუფლებები ბრძნულ პოლიტიკას მიჰყვებიან, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა

იმედი|imedinews.ge

მნიშვნელოვანი იყო, რომ მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან გვქონდა შეხვედრა, თუმცა, თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა ყოველთვის მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც ჩვენი რეგიონის გარშემო ხდება”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თურქ კოლეგასთან სტამბოლში შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ რეგიონის ქვეყნების ხელისუფლებები მშვიდობის შენარჩუნების პოლიტიკას მიჰყვებიან.

„საბედნიეროდ, თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის - ზოგადად რეგიონის ხელისუფლებები ბრძნულ პოლიტიკას მიჰყვებიან, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა ჩვენს რეგიონში. ვხედავთ, თუ რა მნიშვნელობას იძენს დღეს „შუა დერეფანი“ და ამ მხრივ სწორედ ჩვენი ხელისუფლებების დამსახურებაა, რომ „შუა დერეფანშიც“ იგივე არეულობა და კრიზისები არ არის, რასაც ჩვენს გარშემო ვხედავთ”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ქვეყნების პარლამენტებს შორის ინტენსიურ ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

„პარლამენტებს შორის ურთიერთობა არის ძალიან ინტენსიური. ჩვენ ცოტა ხანში გვექნება სამმხრივი ფორმატის შეხვედრა, რომელსაც თბილისში ვუმასპინძლებთ - თურქეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ფორმატში. ეს ტრადიციული ფორმატია, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ საპარლამენტო დონეზე ერთად ვისაუბროთ.

გარდა ამისა, თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარის მიწვევით ცოტა ხნის წინ მქონდა ოფიციალური ვიზიტი თურქეთში, მეც საპასუხო ვიზიტით მოვიწვიე თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარე და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში შედგება ეს ვიზიტი”, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია