ალუდა ღუდუშაური: ოპოზიციას ვურჩევდი ტრენინგებში, სახელმძღვანელოებში ნურც დროს, რესურსს და ნურაფერს დახარჯავენ

ალუდა ღუდუშაური: ოპოზიციას ვურჩევდი ტრენინგებში, სახელმძღვანელოებში ნურც დროს, რესურსს და ნურაფერს დახარჯავენ

იმედი|imedinews.ge

ოპოზიციას ვურჩევდი ასეთ ტრენინგებში, სახელმძღვანელოებში ნურც დროს, რესურსს და ნურაფერს დახარჯავენ,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა „ქრონიკის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

„ე.წ. ოპოზიცია არის გაუბედურებული. მე მათ ვურჩევდი, რომ ასეთ ტრენინგებში, სახელმძღვანელოებში ნურც დროს, რესურსს და ნურაფერს დახარჯავენ. იქამდე, სანამ გარედან დაკვეთების მოლოდინში, მესიჯბოქსებში, დირექტივებში, სახელმძღვანელოების ახალი პარტიის მოლოდინში იქნებიან, ვერაფერი უშველით", - აღნიშნა ღუდუშაურმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია