გენო პეტრიაშვილი: ჩვენ გვყავს ღირსეული სპორტსმენები, რომლებმაც არაერთხელ ასახელეს ჩვენი სამშობლო და რომლებსაც აქვთ ღირსეული მოქალაქეობრივი ვალდებულება და პასუხისმგებლობა

გენო პეტრიაშვილი: ჩვენ გვყავს ღირსეული სპორტსმენები, რომლებმაც არაერთხელ ასახელეს ჩვენი სამშობლო და რომლებსაც აქვთ ღირსეული მოქალაქეობრივი ვალდებულება და პასუხისმგებლობა

იმედი|imedinews.ge

სპორტსმენების შეურაცხყოფის კამპანიას გენო პეტრიაშვილი გამოეხმაურა. პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრი განცხადებებს სამარცხვინოს უწოდებს.

„ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული სპორტსმენები, რომლებმაც არაერთხელ ასახელეს ჩვენი სამშობლო და რომლებსაც აქვთ ღირსეული მოქალაქეობრივი ვალდებულება და პასუხისმგებლობა. მათი განცხადებები არის უმსგავსობა და კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს მათ ხელწერას“, - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

ოპოზიციის პროპაგანდისტმა დავით ნებიერიძემ სპორტსმენები სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია.

„თქვენი წარმატება მხოლოდ სპორტის ფარგლებში რჩება და საზოგადოებაში ლაჩრები და მედროვეები ხართ. პირში გაჩრილი ოქროს მედლებით და ფულით ჯიბე გამოვსებული კაცუნები ხართ“, - წერს დავით ნებიერიძე.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია