
დეკანოზი გიორგი პაპუნაშვილი: ერთი მლოცველი და ჩვენი ერის დიდი მეოხი შეემატა ზეციურ საქართველოს. ჩვენი პატრიარქი ისეთი ადამიანია, რომელშიც გაერთიანდა მეცნიერება და რელიგია, ასევე საქართველოს სიყვარული
იმედი|imedinews.ge
თელავში კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ჩატარდა.
ერეკლე მეფის სასახლის კარის ეკლესიაში პანაშვიდი დეკანოზმა გიორგი პაპუნაშვილმა გადაიხადა. მან პატრიარქის განვლილი წლები გაიხსენა და მის ღვაწლზე ისაუბრა.
„მთელი ერის მწუხარებაა, მაგრამ სანუგეშო და სასიხარულო ისაა, რომ ერთი მლოცველი და ჩვენი ერის დიდი მეოხი შეემატა ზეციურ საქართველოს. ჩვენი პატრიარქი ისეთი ადამიანია, რომელშიც გაერთიანდა მეცნიერება და რელიგია, ასევე საქართველოს სიყვარული და მაგალითია, თუ როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს და მით უმეტეს, მღვდელმთავარს, პატრიარქს თავისი სამშობლო“, - განაცხადა დეკანოზმა გიორგი პაპუნაშვილმა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge