ლევან ზალკალიანი კურსებში არსებულ ვითარებაზე: სტიქიის ზონა წვიმის მიუხედავად გაზრდილი არ არის, მოსახლეობასთან ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს და ვზრუნავთ საჭიროებების მოგვარებაზე.

ლევან ზალკალიანი კურსებში არსებულ ვითარებაზე: სტიქიის ზონა წვიმის მიუხედავად გაზრდილი არ არის, მოსახლეობასთან ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს და ვზრუნავთ საჭიროებების მოგვარებაზე.

იმედი|imedinews.ge

სტიქიის ზონა წვიმის მიუხედავად გაზრდილი არ არის, - განაცხადა იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

იგი პრობლემების მოგვარებაში ჩართულ უწყებებს მადლობას უხდის.

„მოსახლეობასთან ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს და ვზრუნავთ საჭიროებების მოგვარებაზე. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა დაწესებულებას და სამინისტროს, რომელიც პირველივე დღიდან ჩართულია არსებული პრობლემების მოგვარებაში“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ლევან ზაუტაშვილის განცხადებით, რიგ ადგილებზე მეწყრული პროცესი შეჩერების ეტაპზეა.

„თუმცა, რჩება გარკვეული ზონები, სადაც ეს პროცესები ისევ გრძელდება. მოსახლეობა ძალიან გაგებით ეკიდება არსებულ სიტუაციას, მუნიციპალიტეტი და [სახელმწიფო] რწმუნებულის ადმინისტრაცია მაქსიმალურად ცდილობენ, მოსახლეობა თითოეულ დეტალზე ჩააყენონ საქმის კურსში“, - განაცხადა ლევან ზაუტაშვილმა.

როგორც ცნობილია, სოფელ კურსებში მეწყრული პროცესი 12 მარტს განვითარდა. სტიქიამ 15 სახლი დაანგრია. დააზიანა გზა და სოფლის სასაფლაო. მეწყრული ზონიდან 45 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია