მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფარგლებში, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მოუსმინეს, განიხილეს და პირველი მოსმენით მიიღეს საკანონმდებლო პაკეტი
აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფარგლებში, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მოუსმინეს, განიხილეს და პირველი მოსმენით მიიღეს საკანონმდებლო პაკეტი

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფარგლებში, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მოუსმინეს, განიხილეს და პირველი მოსმენით მიიღეს საკანონმდებლო პაკეტი

იმედი|imedinews.ge

წუთიერი დუმილით დაიწყო აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარული სხდომა - კანონმდებლებმა პატივი მიაგეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის - ილია მეორის ხსოვნას.

სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, მინისტრის საათის ფორმატში, ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მოუსმინეს - ნინო ნიჟარაძე სამინისტროს საქმიანობის შესახებ მოხსენებით წარდგა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2025 წელს სამინისტროს ბიუჯეტი 99.6%-ით შესრულდა. 2026 წელს 8%-ით გაზრდილი ბიუჯეტი 87, 5 მილიონი ლარია და ჯამში, 38 პროგრამის განხორციელებას ითვალისწინებს, რითაც შარშან 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე მოქალაქეები, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები უწყების პროგრამების პრიორიტეტული მოსარგებლეები არიან.

2026 წელს გაზრდილია „აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის" პროგრამის კურსების დაფინანსება და სეანსების რაოდენობა. 2025-2026 წლებში დაინერგა და გაფართოვდა არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, მათ შორის: დაიწყო ფილტვის ტრანსპლანტაციის დაფინანსება, გულის სარქვლის ტრანსკათეტერული იმპლანტაცია (TAVI), იშვიათი გენეტიკური დაავადებების მკურნალობა, პრენატალური სკრინინგი (NIPS), ოსტეოპოროზისა და ცელიაკიის სკრინინგი ბავშვებში, ფინანსდება ლიპიდდამაქვეითებელი თერაპია, რთული ქცევის მოზარდთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და ნარკოდამოკიდებული პაციენტების სტაციონარული მკურნალობა. ასევე, დაგეგმილია დედის რძის ბანკის შექმნა.

მოსახლეობის გარკვეული კატეგორიის თავშესაფრით უზრუნველყოფის, დემოგრაფიული პოლიტიკის, ეკომიგრანტთა საცხოვრისით უზრუნველყოფისა და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ განხორციელებული სხვა პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, მინისტრმა უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს, მოისმინა მათი შეფასებები, გამოსვლები. უმაღლესი საბჭოს წევრებმა ნინო ნიჟარაძის მიერ წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღეს. სხდომას ესწრებოდნენ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები და საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები.

კანონმდებლებმა, მომდევნო საკითხად, პირველი მოსმენით განიხილეს უმაღლესი საბჭოს წევრების - დავით გაბაიძისა და მინდია დიასამიძის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი. ინიციატივა, რომელიც ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონსა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებებს ითვალისწინებს, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მინდია დიასამიძემ წარმოადგინა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 2018 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, უმაღლესი საბჭოს არჩევის შერეული საარჩევნო სისტემა შეიცვალა სრულად პროპორციული სისტემით, რამაც „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია - ჯამში, კანონიდან ამოღებულია 79 ნორმა, მათ შორის 10 მუხლი და 69 პუნქტი/ქვეპუნქტი. ამასთან, პარლამენტის მიერ 2025 წლის დეკემბერში, საქართველოს ახალი ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მიღებამ განაპირობა ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ცვლილებაც.

დავით გაბაიძის განმარტებით, ინიციატივის მიზანი კანონის შესაბამისი ნორმების დახვეწა, საარჩევნო პროცედურების დაზუსტება და საქართველოს ახალ ორგანულ კანონთან ჰარმონიზაციაა.

საკანონმდებლო პაკეტი, I მოსმენით, 13 ხმით 2-ის წინააღმდეგ, მიიღეს.

ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს

იმედი

ორბანი მოუწოდებს ზელენსკის დაუყოვნებლივ გაიყვანოს საკუთარი აგენტები უნგრეთიდან - „უნგრეთში არასდროს ჩატარებულა არჩევნები, რომელშიც ასე ღრმად ყოფილიყვნენ ჩარეულნი უცხოური დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები, როგორც ახლა“

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებთან დაკავშირებით „ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელის წესებში“ ცვლილებები შეიტანა

გიგლა თამაზაშვილი: თითოეული მორწყვის ციკლი მოიცავს ორკვირიან პერიოდს, რომლის განმავლობაში ფერმერებს სარწყავი წყლის გამოყენება მრავალჯერ შეეძლებათ

გიგლა თამაზაშვილი: თითოეული მორწყვის ციკლი მოიცავს ორკვირიან პერიოდს, რომლის განმავლობაში ფერმერებს სარწყავი წყლის გამოყენება მრავალჯერ შეეძლებათ

იმედი