„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ ბათუმში რეგიონული ოფისი გახსნა

„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ ბათუმში რეგიონული ოფისი გახსნა

იმედი|imedinews.ge

„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ ბათუმში რეგიონული ოფისი გახსნა.

პარტიის ლიდერებმა მოსახლეობას საკუთარი ხედვები და ძირითადი მიმართულებები გააცნეს. ყურადღება გაამახვილეს ნეიტრალური სტატუსის მნიშვნელობაზე.

მათივე განცხადებით, სწორედ ნეიტრალიტეტია ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარანტი.

„ეს იქნება ერთგვარი ღირსების დაცვის შტაბი და იმ სწორი მიმართულების გარანტი, რასაც ჰქვია საქართველოს ნეიტრალური სტატუსი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში უამრავი კონფლიქტია და ჩვენი დაუძინებელი მეგობრები საქართველოს მუდმივად კონფლიქტებისკენ ექაჩებიან.

ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო არ იქნება დიდი მოთამაშეების დაპირისპირებების პოლიგონი, არამედ ეს იქნება თანამშრომლობის და ინტერესთა თანხვედრის ადგილი“, - აღნიშნა პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია