ვაზიანის არხის წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს

ვაზიანის არხის წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს არსებული სარწყავი ქსელის ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ფერმერებისთვის საირიგაციო წყლის მიწოდების ეფექტიანობის გაზრდას. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ამ ეტაპზე,მიმდინარეობს ვაზიანის არხის ცალკეული მონაკვეთების წმენდის სამუშაოები, რაც მოიცავს არხის კალაპოტში დაგროვილი ნატანი მასისა და მცენარეული საფარის მოცილებას.პარალელურად ხორციელდება გადამღვრელი კვანძის მოწყობა,რომელიც უზრუნველყოფს წყლის ნაკადის რეგულირებას და სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.

აღნიშნული სამუშაოების დასრულების შედეგად, 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება, რაც დადებითად აისახება მოსავლიანობის ზრდასა და აგროსექტორის განვითარებაზე.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია