მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „ექსპო ბათუმი 2026“-თან დაკავშირებით ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტების შეკითხვებს თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარემ, ოსმან მჟავანაძემ უპასუხა
„ექსპო ბათუმი 2026“-თან დაკავშირებით ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტების შეკითხვებს თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარემ, ოსმან მჟავანაძემ უპასუხა

„ექსპო ბათუმი 2026“-თან დაკავშირებით ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტების შეკითხვებს თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარემ, ოსმან მჟავანაძემ უპასუხა

იმედი|imedinews.ge

„ექსპო ბათუმი 2026“ - სტუდენტების პროფესიული განვითარების ახალი ეტაპია.

„რა არის „ექსპო ბათუმი 2026“ და რატომ არის იქ სტაჟირება განსაკუთრებული შესაძლებლობა, ამასთან დაკავშირებით ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტების შეკითხვებს DEIK-ის (თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო) თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარემ, ოსმან მჟავანაძემ უპასუხა. შეხვედრა ბათუმის უნივერსიტეტის, ექსპო ბათუმისა და თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.

„პროგრამის მთავარი მიზანია სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარება და უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნის რეალურ სამუშაო გარემოში ინტეგრირება.

რას მისცემს „ექსპო ბათუმი 2026“-ზე პრაქტიკის გავლა ჩვენს სტუდენტებს? სტაჟირების დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

სიღრმისეულ ანალიზს: ტურიზმის ორგანიზაციების მართვის პრინციპებისა და შრომის ბაზრის ტენდენციების გააზრებას; კრიტიკულ აზროვნებას: რთულ და არაპროგნოზირებად გარემოში პრობლემების იდენტიფიცირებასა და არგუმენტირებული დასკვნების ჩამოყალიბებას; ინოვაციურ მიდგომებს: პრაქტიკული პროექტების განხორციელებას, სერვისების გაუმჯობესებასა და ეფექტიანი კომუნიკაციის დამყარებას; გუნდურ მუშაობას: პროფესიული ეთიკის დაცვით, გუნდში ეფექტიანად მუშაობასა და პასუხისმგებლობის გაზიარებას;

მდგრად განვითარებას: ტურიზმის მდგრადი განვითარების ინოვაციური მიდგომების დანერგვის ხელშეწყობას. და ბოლოს... პროგრამის კულმინაცია: სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებისთვის დაგეგმილ დაუვიწყარ ექსკურსია თურქეთში თავად ბატონი ოსმან მჟავანაძე უხელმძღვანელებს, რაც სტუდენტებისთვის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-ურთიერთობების უშუალოდ გაცნობისა და უდიდესი გამოცდილების მიღების შანსია“, - აცხადებენ ბათუმის უნივერსიტეტში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, შოთა რეხვიაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, შოთა რეხვიაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

იმედი

რუსთავში ახალი პარკის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

რუსთავში ახალი პარკის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

იმედი

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და შვეიცარიულ აგრარულ სკოლას „კავკასია“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და შვეიცარიულ აგრარულ სკოლას „კავკასია“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იმედი

კახა კალაძე შვეიცარიის ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებაზე: როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესების დაცვაზე, პასპორტების თემა უადგილოა

კახა კალაძე შვეიცარიის ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებაზე: როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესების დაცვაზე, პასპორტების თემა უადგილოა

იმედი