ზესტაფონში 500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ზესტაფონში 500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

იმედი|imedinews.ge

ზესტაფონში 500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მომზადებული პროექტი, გამოყენებული იქნება როგორც განმეორებადი მოდელი სხვა რეგიონებისთვის. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტის მიხედვით, მრავალფუნქციურ კომპლექსში განთავსდება დიდი და საბავშვო საცურაო აუზები, გასახდელები და საშხაპეები, სპეციალიზებული დარბაზები ძიუდოს, ჭიდაობის, კრივის, კარატეს, MMA-ს, მაგიდის ჩოგბურთის, სპორტული ტანვარჯიშის, ფარიკაობისა და ძალოსნობისთვის.

კომპლექსში უნდა მოეწყოს საჭადრაკო სივრცე, სამედიცინო ბლოკი, ადმინისტრაციული და მსაჯების ოთახები, სამზარეულო და სასადილო.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია