მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი შატაკიშვილი: საქართველოში როგორც მუნიციპალურ, ასევე ცენტრალურ დონეზე სტუდენტთა სტაჟირების პროგრამის საუკეთესო პრაქტიკა არსებობს
ირაკლი შატაკიშვილი: საქართველოში როგორც მუნიციპალურ, ასევე ცენტრალურ დონეზე სტუდენტთა სტაჟირების პროგრამის საუკეთესო პრაქტიკა არსებობს

ირაკლი შატაკიშვილი: საქართველოში როგორც მუნიციპალურ, ასევე ცენტრალურ დონეზე სტუდენტთა სტაჟირების პროგრამის საუკეთესო პრაქტიკა არსებობს

იმედი|imedinews.ge

რუსთავის მერიის სტუდენტური სტაჟირების პროგრამის - „მართე შენი ქალაქი“ მონაწილე ახალგაზრდებმა, სტაჟირების ერთი დღე, საქართველოს პარლამენტში გაატარეს. საკანონმდებლო ორგანოში სტუდენტებს, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის დელეგატი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი შეხვდა, - ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახალგაზრდები პარლამენტის საქმიანობას გაეცნენ და კომიტეტის იმიტირებულ სხდომაში მიიღეს მონაწილეობა. პლენარულ სხდომათა დარბაზში ახალგაზრდებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიესალმა.

პროექტის მონაწილეებმა, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი და პარლამენტის სასახლეც დაათვალიერეს.

„საქართველოში როგორც მუნიციპალურ, ასევე ცენტრალურ დონეზე სტუდენტთა სტაჟირების პროგრამის საუკეთესო პრაქტიკა არსებობს. დღეს პარლამენტში ვუმასპინძლეთ რუსთავის მერიის სტაჟირების პროგრამაში - „მართე შენი ქალაქი“ ჩართულ ახალგაზრდებს. სტუდენტებს ამ სტაჟირების პროგრამების საშუალებით, უნიკალური შესაძლებლობა აქვთ საჯარო მმართველობის სფეროში გამოცადონ თავი, შეიძინონ გარკვეული გამოცდილება, რომელიც მათ საბოლოოდ პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება“, - განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.

პროექტი „მართე შენი ქალაქი“, რუსთავის მერიამ თვითმმართველობის მუშაობაში ახალგაზრდების ჩართვის და მათი კარიერული განვითარების მიზნით დაიწყო. მერიაში ამ ეტაპზე, პროგრამის მონაწილე 60 ახალგაზრდაა უკვე დასაქმებული.

რუსთაველი სტუდენტები დასაქმებულნი არიან საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატის ბიუროშიც. ცოტა ხნის წინ კი ანალოგიური პროექტის განხორციელება, ქალაქის საკრებულომაც დაიწყო. რუსთავის საკრებულოს პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ავიაკომპანია Sky Express-ი საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს

ავიაკომპანია Sky Express-ი საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს

იმედი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: სოფელ წკერეში, აქტიურად მიმდინარეობს ფერდის გამაგრების სამუშაოები. კონტრაქტორი კომპანია უზრუნველყოფს დაზიანებული ფერდის კაპიტალურ გამაგრებას და დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა IFE London 2026-ზე მიიღეს მონაწილეობა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა IFE London 2026-ზე მიიღეს მონაწილეობა

იმედი

აზიის განვითარების ბანკში კვარტალური შეხვედრა გაიმართა

აზიის განვითარების ბანკში კვარტალური შეხვედრა გაიმართა

იმედი