მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ჯინჭარაძემ კახეთში მცხოვრებ დევნილებს სააღდგომო ნობათები გადასცა
გიორგი ჯინჭარაძემ კახეთში მცხოვრებ დევნილებს სააღდგომო ნობათები გადასცა

გიორგი ჯინჭარაძემ კახეთში მცხოვრებ დევნილებს სააღდგომო ნობათები გადასცა

იმედი|imedinews.ge

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან ერთად, წინასააღდგომოდ, კახეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარე თელავისა და გურჯაანის კომპაქტურ ჩასახლებებში იმყოფებოდა, სადაც არსებულ საჭიროებებს პირადად გაეცნო, დევნილ მოსახლეობას გაესაუბრა და მათ სადღესასწაულო ნობათები გადასცა. შეხვედრაში, ასევე, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსი გიორგი სუთიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, სააღდგომო ნობათს, აფხაზეთიდან დევნილი, უკიდურესად შეჭირვებული ოჯახები, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღებენ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს რკინიგზის განვითარების გეგმა - პრემიერ-მინისტრის ინიციატივების ამოცანა გამტარუნარიანობის გაორმაგებაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს რკინიგზის განვითარების გეგმა - პრემიერ-მინისტრის ინიციატივების ამოცანა გამტარუნარიანობის გაორმაგებაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

რატომ არ ასახა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს არჩევნების შედეგები ოფიციალურ ვებგვერდზე - თბილისის ორი ნოტა ბერლინს და სადეპუტატო კითხვა საგარეო უწყებას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რატომ არ ასახა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს არჩევნების შედეგები ოფიციალურ ვებგვერდზე - თბილისის ორი ნოტა ბერლინს და სადეპუტატო კითხვა საგარეო უწყებას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ისრაელის ოპოზიციის ლიდერი: როდესაც იგრძნობს, რომ ბუნკერიდან გამოსვლა შეუძლია, ნეთანიაჰუ შეეცდება მოგყიდოთ იდეა, თითქოს ირანის კამპანია წარმატებული იყო - ეს იქნება სრული სიცრუე

ისრაელის ოპოზიციის ლიდერი: როდესაც იგრძნობს, რომ ბუნკერიდან გამოსვლა შეუძლია, ნეთანიაჰუ შეეცდება მოგყიდოთ იდეა, თითქოს ირანის კამპანია წარმატებული იყო - ეს იქნება სრული სიცრუე

იმედი

პროკურატურა გიგა ავალიანის საქმის ბრალდებულების განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

პროკურატურა გიგა ავალიანის საქმის ბრალდებულების განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

იმედი