გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გურიის რეგიონის 25-მდე საჯარო სკოლაში, მოზარდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გურიის რეგიონის 25-მდე საჯარო სკოლაში, მოზარდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა

იმედი|imedinews.ge

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გურიის რეგიონის 25-მდე საჯარო სკოლაში, მოზარდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

შეხვედრების ფარგლებში, ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ. გაიმართა ლექცია-სემინარები პლასტმასის მოხმარების შემცირების, ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების გზებზე. შეხვედრები ინტერაქტიურ ფორმატში წარიმართა, რამაც მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობასა და საკითხების უკეთ გააზრებას შეუწყო ხელი.

„ჩვენი მიზანია, გარემოსდაცვით და აგრარულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა თანაბრად იყოს უზრუნველყოფილი ყველა ბავშვისთვის, მათი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად. სწორედ ამიტომ, მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება და ეტაპობრივად მოვიცავთ ყველა მუნიციპალიტეტსა და სოფელს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოწყვლად თემებს, რათა თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს განვითარების და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების რეალური შესაძლებლობა“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამთა დევდარიანმა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მსგავსი საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები უკვე ჩატარდა დაახლოებით 90-მდე სკოლაში. ინიციატივა აქტიურად გრძელდება და ეტაპობრივად მოიცავს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს, რაც ხელს უწყობს გარემოსდაცვითი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას და ახალგაზრდებში ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაძლიერებას.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია