
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ძველი ნაგავსაყრელის დახურვისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია
იმედი|imedinews.ge
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ძველი ნაგავსაყრელის დახურვისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია. ნაგავსაყრელის ექსპლუატაციის რესურსი ამოწურულია, რის გამოც ის დაიხურება მოქმედი კანონმდებლობისა და გარემოსდაცვითი ნორმების სრული დაცვით.
როგორც განიმარტა, ახალი გადამტვირთავი სადგურის ამოქმედება და ძველი ნაგავსაყრელის ეტაპობრივად დახურვა, მიზნად ისახავს რეგიონში ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას.
ამავდროულად ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ნარჩენების ახალი გადამტვირთავი სადგურის ტერიტორიაზე, გამწვანების აქციის ფარგლებშიც 100-მდე ნერგი დაირგო.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge