
გონიო-კვარიათის სანაპიროზე უნებართვო ობიექტების დემონტაჟი დაიწყო
იმედი|imedinews.ge
გონიო-კვარიათის სანაპიროზე, უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟი დაიწყო. კაფე-ბარები, ბუნგალოები და სავაჭრო ჯიხურები - ჯამში 35 ობიექტის მფლობელი ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ დემონტაჟის შესახებ გააფრთხილა. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
ინსპექტირების შემდეგ, მეპატრონეების მიერ უკვე დაშლილია 12 კაფე-ბარი და გატანილია 8 ჯიხური. დარჩენილი 15 ობიექტის დემონტაჟის პროცესი კი ამ ეტაპზე მიმდინარეობს.
იმ შემთხვევაში, თუ ობიექტების მფლობელები თავად არ უზრუნველყოფენ დემონტაჟს, ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად.
დემონტაჟის დასრულების შემდეგ, სანაპირო ზოლი სრულად მოწესრიგდება და პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge