რუსთავის მერია სარეაბილიტაციო-განმავითარებელ ცენტრ ,,კესანესთვის ახალ შენობას ააშენებს

რუსთავის მერია სარეაბილიტაციო-განმავითარებელ ცენტრ ,,კესანესთვის ახალ შენობას ააშენებს

იმედი|imedinews.ge

რუსთავის მერია სარეაბილიტაციო-განმავითარებელ ცენტრ ,,კესანესთვის" ახალი შენობის აშენებას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი და მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი, ,,კესანეს" აღსაზრდელების მშობლებს და თანამშრომლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრის ახალი შენობის პროექტზე და იმ სერვისებზე ისაუბრეს, რომლებსაც მუნიციპალიტეტი აუტისტური სპექტრისა და სხვა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდებისთვის ახორციელებს. „რუსთავის სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრ ,,კესანესთვის" ახალი და თანამედროვე შენობის აშენებას ვგეგმავთ.

პროექტს დარგის სპეციალისტებთან და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ჩვენი ბავშვების მშობლებთან ერთად ვიხილავთ, იმისთვის, რომ ეს შენობა და მასში არსებული სერვისები, მაქსიმალურად მორგებული იყოს ცენტრის აღსაზრდელების საჭიროებებზე”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

დღეისათვის სხვა პროგრამებთან ერთად, მუნიციპალიტეტი აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებისთვის თვეში თერაპიის 20 სეანსს აფინანსებს.

პარალელურად, რუსთავის მერია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, სხვადასხვა სოციალური და ჯანდაცვის სერვისებით, მათ შორის უფასო მედიკამენტებით დახმარების, რეაბილიტაციის, საკურორტო ვაუჩერის დაფინანსებისა და მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო, მშობლებისთვის კი შეღავათიანი ტარიფით მგზავრობის პროგრამებით უზრუნველყოფს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია