მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ცოტნე ანანიძის ინფორმაციით, 16 აპრილის მორიგ პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, კულტურის მინისტრს მოუსმენენ
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ცოტნე ანანიძის ინფორმაციით, 16 აპრილის მორიგ პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, კულტურის მინისტრს მოუსმენენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ცოტნე ანანიძის ინფორმაციით, 16 აპრილის მორიგ პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, კულტურის მინისტრს მოუსმენენ

იმედი|imedinews.ge

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ცოტნე ანანიძის განცხადებით, 16 აპრილის მორიგ პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, კულტურის მინისტრს მოუსმენენ. ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

ბიუროს სხდომაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

ბიუროს გადაწყვეტილებით, კომიტეტებში განსახილველად ჩაეშვა 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები. საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარინე გვიანიძის განცხადებით, ანგარიში, უმაღლეს საბჭოში, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში შემოვიდა. საკომიტეტო მოსმენებზე ანგარიშს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - ედნარ ნატარიძე წარმოადგენს.

საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონსა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებებს ითვალისწინებს, სხდომაზე, მეორე მოსმენით, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მინდია დიასამიძემ წარმოადგინა. ბიურომ საკითხი, მეორე მოსმენით, პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის მომზადებულად მიიჩნია.

სხდომაზე, განისაზღვრა უმაღლესი საბჭოს 16 აპრილის მორიგი პლენარულ სხდომის დღის წესრიგი.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის - ცოტნე ანანიძის განცხადებით, მინისტრის საათის წინასწარ დამტკიცებული განრიგის მიხედვით, ამავე ფორმატში, კანონმდებლები აჭარის მთავრობის წევრს, კულტურის მინისტრს, ელისო ბოლქვაძეს მოუსმენენ. დღის წესრიგში, ასევე შევიდა საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით განხილვა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბოჭორიშვილი: სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებით ვახერხებთ ურთულეს გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებას და სტაბილური ეკონომიკური განვითარებისთვის სათანადო გარემოს შექმნას

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

იმედი

ამირეჯიბის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 16 აპრილს, ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

ამირეჯიბის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 16 აპრილს, ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, რეგულარულად  ხორციელდება შეტევები საქართველოზე

მაკა ბოჭორიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, რეგულარულად ხორციელდება შეტევები საქართველოზე

იმედი